როგორ მუშაობს Broadband.ge

მოითხოვო ინტერნეტი შენთან

დღეისთვის საქართველოში ჯერ კიდევ არის დასახლებული პუნქტები, სადაც მაღალსიჩქარიანი, სტაბილური ინტერნეტის მიღება კვლავ პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ასეთ სოფლებამდე ოუფენ ნეტი აშენებს ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, რომლის საშუალებითაც, სატელეკომუნიკაციო სერვის პროვაიდერებს ეძლევათ ფართო შესაძლებლობები, დასახლებულ პუნქტებს მიაწოდონ სასურველი სერვისი, ინტერნეტი, ტელევიზია, ტელეფონი სხვა სერვისი.

გამომდინარე იქედან, რომ ოუფენ ნეტი მხოლოდ აშენებს და ოპერირებს მაგისტრალებით და არ აწვდის ინტერნეტ სერვისს ბოლო მომხმარებელს, მისი მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი ინტერნეტ სერვის პროვაიდერსა და მოსახლეობას შორის, - შექმნას სატელეკომუნიკაციო სერვისების მიღების მსურველთა ბაზა და შემდგომ, სერვისის მიღების მიზნით, დააკავშიროს ისინი ინტერნეტ პროვაიდერებს.

ერთი მხრივ, broadband.ge აგროვებს მონაცემებს იმ პოტენციურ აბონენტებზე, რომლებსაც აქვთ სატელეკომუნიკაციო სერვისების მიღების სურვილი, მეორეს მხრივ, broadband.ge-ზე რეგისტრირებული, საქართველოში მოქმედი და, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიაში ავტორიზებულ სერვის პროვაიდერებს აქვთ წვდომა, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მოთხოვნების შესახებ.
ოუფენ ნეტი არ იძლევა გარანტიას სერვისის მიღებაზე, თუმცა სერვის პროვაიდერის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას მათ გარანტირებულად გადასცემს.

broadband.ge-ზე შევსებული მონაცემების გამოყენება მესამე პირების მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ ფორმით, რომ ის გამოყენებული იქნება საკონტაქტოდ, განაცხადის შემვსების მიერ მოთხოვნილი სერვისის მისაღებად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოგვწეროთ საკონტაქტო ფორმიდან.

საკითხავი