წერილი გაიგზავნა წარმატებით! მადლობთ რომ დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი მალე გიპასუხებთ.
მონაცემების შენახვა და მესამე პირისთვის გადაცემა
დომენი broadband.ge და მასზე განთავსებული ვებ-გვერდი (შემდგომში პორტალი) წარმოადგენს ა(ა)იპ ოუფენ ნეტის საკუთრებას.
მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ დომენზე შევსებული მონაცემების შენახვა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია ა(ა)იპ ოუფენ ნეტი (ს/კ 404497790, მის.: საქართველო, თბილისი, ნ. ყიფშიძის ქ. N7ბ, ელ-ფოსტა: office@opennet.ge).
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობით საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ა(ა)იპ ოუფენ ნეტი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
წინამდებარე განაცხადით შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებლის შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი/საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასაკი და სქესი.
პორტალზე broadband.ge, მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ, საკუთარი სურვილით და თანხმობით შევსებული მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მათი საქართველოს კანონის "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საფუძველზე ავტორიზებული პირებისათვის (შემდგომში მესამე პირი) გადაცემის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირის მიერ წინასწარი განსაზღვრული ფორმით განხორციელდება ა(ა)იპ ოუფენ ნეტისადმი მომართვა, რათა მესამე პირის მიერ განხორციელდეს broadband.ge-ზე მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ დაფიქსირებული სერვისის (მომსახურების) მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილება/უარი.
მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემთა ოუფენ ნეტის მიერ მესამე პირისათვის გადაცემისთანავე მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები წაიშლება პორტალ broadband.ge-დან და მონაცემთა მიმღები მესამე პირი იმოქმედებს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობებითა და უფლებებით.
პორტალზე broadband.ge, მომხმარებლის მიერ შევსებულ მონაცემებს ვებ-გვერდი ინახავს დაცულად და მისი შენახვის ვადაა 6 თვე. აღნიშნულის ვადის გასვლის შემდეგ, მონაცემები პორტალიდან წაიშლება ავტომატურად.
პორტალზე broadband.ge შევსებული მონაცემების გადაცემა/გამოყენება მესამე პირისთვის დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ მონაცემები მათ მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) მიერ მოთხოვნილი სერვისის მისაღებად (შესაბამისი მომსახურების გაწევა).
მონაცემთა სუბიექტის უფლებები დაცული და გარანტირებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით, რომელსაც მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი (მათ შორის მესამე პირებისთვის) პირ(ებ)ისთვის გააჩნია შესასრულებლად (დასაცავად) სავალდებულო ძალა.
მომხმარებელი "თანხმობა" ღილაკის მონიშვნით ადასტურებს, რომ ინფორმირებულია მის მიერ შევსებული საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნისათვის და თანახმაა მისი გადაცემა განხორციელდეს მესამე პირებზე წინამდებარე დოკუმენტის პირობების შესაბამისად.